четверг, 21 апреля 2016 г.

მეცხრე დღე

დღეს თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია. საინტერესო იყო იმით, რომ თემები მრავალფეროვანი და შინაარსობრივი იყო. თითოეული პროექტისგან მივიღე უამრავი ინფორმაცია, რომელიც გამომადგება ჩემს შედგომ საქმიანობაში. რაც შეეხება ჩემს პროექტს, პრეზენტაციის დროს კარგად დავინახე ის ხარვეზი, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებ პროექტის განხორციელებამდე და განმავლობაში. ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებას პროექტის განხორციელების დროს. მადლობა, ქალბატონ შორენას, გაწეული შრომისათვის!

вторник, 19 апреля 2016 г.

მერვე დღე

დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხებზე. დიფერნცირება რთული საკითხია. შედარებით ადვილია აქტივობების დიფერცირებული დანაწილება, მაგრამ ძნელია შეფასება. მომეწონა შემოთავაზებული აქტივობები, რომელიც დამეხმარება სწორად დავგეგმო ჩემი მომავალი მუშაობა. ვისაუბრეთ მოსწავლეთა ჩართულობაზე პროექტში და დავამზადეთ მოსწავლეებისთვის შაბლონები,რომელიც დაეხმარება მათ სწორად შეასრულონ მითითებული დავალება, რათა არ აცდესმიმართულებას . გავითვალისწინებ გარდნერის თეორიას გავეცანი ფასილიტაციის მასალებს . როგორც გავიგე, ფასილიტაციაში იგულისხმება მოსწავლეს მივცე სწორი მიმართულება და ვასწავლო დაკვირვება შესასრულებელ დავალებაზე.

четверг, 14 апреля 2016 г.

მეშვიდე დღე

დავწყვილდით, შევაფასეთ მოსწავლის ნამუშევარი, ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები, დროში გაწერილი გეგმის დახმარებით შევავსე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შეფასების გეგმა.

вторник, 12 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნიმუში. მუშაობის პროცესმა დამანახა როგორ უნდა წარვმართო პროექტზე მუშაობა,როგორ ჩავრთო მოსწავლეები და განვსაღვრო კრიტერიუმები.

პრეზენტაცია

суббота, 9 апреля 2016 г.

მეორე დღე- ინტელის სასწავლო პროგრამის ფარგლებში შევქმენი საინფორმაციო ბროშურა, რომელიც მოვათავსე ჩემი პორტფოლიოს სასწავლო პროექტის დამხმარე ფაილში.

четверг, 7 апреля 2016 г.

მეხუთე  დღე- შევქმენით   სასწავლო  პროექტის  პრეზენტაცია: გავწერეთ სასწავლო პროექტის შინაარსი,მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები, რესურსები და ა.შ., ვისაუბრეთ  ტექნოლოგიების გამოყენებაზე, საავტორო უფლებებზე, როგორ შევაფასოთ  ვებ-გვერდები.

вторник, 5 апреля 2016 г.

მეოთხე დღე

შერჩეული მაქვს პროექტის თემა, განვსაზღვრე მიზნები და სტანდარტები, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, სასწავლო პროცედურები, წინარე ცოდნის შეფასება. მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის.